სხვა

14:40 | 18.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდების დღე საჩხერეში

საჩხერეში, ლაშა ტალახაძის სახელობის დარბაზში მიმდინარე ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის სახელობის 17 წლამდელთა საქართველოს პირველობაზე გუშინდელი დღე რეკორდებით დაიწყო.

67 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებულმა გურამ გიორბელიძემ ატაცსა და აკვრაში საქართველოს 17 წლამდელთა რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, თითო-თითო კილოგრამით გააუმჯობესა. აღსანიშნავია, რომ გიორბელიძის მიერ ორჭიდის ჯამი მის მიერვე დამყარებულ ევროპის რეკორდს 1 კილოგრამით აჭარბებს.
სარეკორდო გამოდგა ვერცხლის მედალოსნის გამოსვლაც. თორნიკე ლომთაძემ ატაცში საქართველოს 15 წლამდელთა რეკორდი 4 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამში 3 კილოგრამით გააუმჯობესა.

67 კგ.
1. გურამ გიორბელიძე (ქუთაისი) – 121, 150, 271
2. თორნიკე ლომთაძე (ქუთაისი) – 97, 118, 215
3. ნიკოლოზ ესართია (ზუგდიდი) – 87, 112, 199

გუშინვე, გამარჯვებულ-პრიზიორები გოგონათა შორის სინკლერის სპეციალური სიით გამოვლინდნენ, ასევე 15 და 17 წლამდელთა შორის რამდენიმე რეკორდიც დამყარდა.
წყალტუბოს წარმომადგენელმა მარიამ მაისურაძემ საკუთარი რეკოდები ატაცსა და აკვრაში თითო კილოგრამით გააუმჯობესა, ხოლო ორჭიდის ჯამში – 2 კილოგრამით. სპორტსმენმა სპორტის ოსტატის ნორმატივიც შეასრულა.
ზუგდიდელმა ნათია გადელიამ სარეკორდო ზღვარი ატაცში – 10 კილოგრამით, აკვრაში – 3 კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამი კი 13 კილოგრამით გაზარდა.
რაც შეეხება ხონის წარმომადგენელ მარიამ მურღვლიანს – ძალოსანმა ატაცი – 2 კილოგრამით, აკვრა 3 – კილოგრამით, ხოლო ორჭიდის ჯამი 5 კილოგრამით გააუმჯობესა.

1. მარიამ მაისურაძე (წყალტუბო) – 57, 68, 125
2. ნათია გადელია (ზუგდიდი) – 71, 86, 157
3. მარიამ მურღვლიანი (ხონი) – 57, 70, 127
4. ლიზი შუბითიძე (საჩხერე) – 45, 55, 100

73 კგ.
1. ბონდო კილაძე (ხაშური ო/ც) – 107, 128, 235
2. ვალერი მეტრეველი (გორი) – 85, 102, 187
3. გიგი ვაშაყმაძე (ქუთაისი) – 84, 101, 185

81 კგ.
1. საბა ასანიძე (თბილისი) – 118, 151, 269
2. ლუკა ოჩიგავა (თბილისი) – 118, 141, 259
3. ლუკა დევიძე (ქუთაისი) – 105, 130, 235

თეგებიძალოსნობა
0.133506