ფეხბურთი

22:15 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მშვიდი "ჩიხურა"

საჩხერის „ჩიხურამ“ ლუქსემბუგრში დაწყებული საქმე თბილისში როგორც მოსალოდნელი იყო, კარგად დაასრულა. იმერლებმა ერთი კვირის წინ „ფოლა ეში“ მისსავე მოედანზე დაამარცხეს (2:1) და წყვილში აშკარა ფავორიტად იქცნენ.

„დინამო არენაზე“ სოსო ფრუიძის გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მეტოქეს აღემატებოდა და შეიძლება ითქვას, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე მოახერხა გამარჯვება.

ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა. მიშიკო სარდალიშვილმა რატი არდაზიშვილი ჩინებული პასით მოამარაგა და „ჩიხურას“ შემტევმა თანაგუნდელს გარჯა დაუფასა. ცნობისთვის, ეს იტო რატის სადებიუტო გოლი საჩხერელთა მაისურით. მასპინძელთა მდგომაროება ზუსტად 7 წუთში კიდევ უფრო კომფორტული გახდა. „ფოლა ეშის“ ბოსნიელმა ნახევარმცველმა მუჰარემოვიჩმა დეკანოიძე წააქცია და სახიფათო შეტევა ჩაშალა - შედეგად, თანამემამულე მსაჯისგან წითელი ბარათი დაიმსახურა და გასახდელის გზას გაუდგა.

ცხადი გახდა, რომ სოსო ფრუიძის გუნდი მოპოვებულ უპირატესობას ქარს არ გაატანდა და არც გაატანა. მეორე ნახევარში უფრო მშვიდი თამაში მიმდინარეობდა და გუნდები საფინალო სასტვენს მოთმინებით ელოდნენ. 73-ე წუთზე კი სარდალიშვილმა, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო, დუბლი გაიფორმა. როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მეორე ცდით შეძლო თავის გამოჩენა - 2:0.

„ფოლა ეშმა“ კი „ჩიხურასთან“ ორრაუნდიანი ორთაბრძოლა ისე დაასრულა, როგორც დაიწყო. ლუქსემბურგში ანგარიში დეივიდ სინანმა პენალტით გახსნა და მანვე, ასევე პენალტით 90-ე წუთზე თბილისშიც მოახერხა გატანა. ბუნებრივია, ამ გოლს რეალური სურათი არ შეუცვლია და იმერლები მომდევნო ეტაპზე მშვიდად გავიდნენ.

„ჩიხურას“ მეოტე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვალ გაირკვევა. ფინეთში „როვანიემი“ „აბერდინს“ დაუხვდება, პირველი მატჩი შოტლანდიაში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს.

„ჩიხურა“ – „ფოლა ეში“ 2:1 (1:0) - პირველი მატჩი: 2:1

თბილისი, „დინამო არენა“

„ჩიხურა“ (4-3-3): კორიფაძე; მაისაშვილი, მამასახლისი, ჩიკვაიძე; ჩიხლაძე, კაშია, სარდალიშვილი; დეკანოიძე (ლექვთაძე 62), ფანცულაია, არდაზიშვილი (ერგემლიძე 67)

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

„ფოლა ეში“ (4-1-4-1): კაბრალი; მერში (ქუასიერო 68), კლეინი, ბერნარდი, საკრასი; ფრერე (ჰაჯი 75); კორალი, სინანი, მუჰარემოვიჩი, სეიდი; კარონი (დრიფი 46)

მწვრთნელი: ჯეფ შტრასერი

გოლები: 1:0 არდაზიშვილი (25), 2:0 სარდალიშვილი (73), 2:1 სინანი (90, პენ)

გაფრთხილება: კორიფაძე (31), კაშია (72), მამასახლისი (89) - კორალი (45)

გაძევება: მუჰარემოვიჩი (32)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 5 (2) კუთხურები: 0:2 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დრაგან პეტროვიჩი (ბოსნია)

სტატისტიკა
0.226518