ფეხბურთი

16:40 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვესტ ჰემის" სარეკორდო ტრანსფერი

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ ფრანკფურტის „აინტრახტის“ თავდამსხმელი სებასტიან ჰალე შეიძინა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ჩაქუჩებმა“ 50 მილიონი ევრო გადაიხადეს და ამრიგად, ფრანგი ლონდონელთა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.

ჰალემ კარიერა სამშობლოში „ოსერის“ შემადგენლობაში დაიწყო, საიდანაც ჰოლანდიურ „უტრეხტში“ აღმოჩნდა და 98 მატჩში 51 გოლიც გაიტანა.

2017 წელს ფრანგი „აინტრახტს“ შეუერთდა და განვლილ ორ სეზონში ფრანკფურტელთა მაისურით ჩატარებულ 75 თამაშში თავი 19 გოლით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109941