ფეხბურთი

9:04 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რემზი: „ვერ წარმომიდგენია, „იუვენტუსისთვის“ უარი როგორ უნდა მეთქვა“

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, აარონ რემზიმ, რომელიც ამ ზახულს „იუვენტუსში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, კლუბის ოფიციალურ პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს თავის განწყობაზე ესაუბრა.

„როცა შევიტყვე, რომ „იუვენტუსი“ მეპატიჟებოდა, ვერ წარმომედგინა, უარი როგორ უნდა მეთქვა. ეს ძალიან დიდი კლუბია, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მსოფლიოში. ასეთ გუნდში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის საოცნებოა. ამავდროულად ახალი გამოწვევაცაა. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.“ - ციტირებს რემზის სიტყვებს L'Équipe.

28 წლის უელსელი „არსენალში“ „კარდიფ სიტიდან“ 2008 წელს გადავიდა 6,4 მილიონ ევროდ. სულ ლონდონურ კლუბში მან ყველა ტურნირში 371 მატჩი ითამაშა, 65 ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასით გამოირჩა.

0.16933