ფეხბურთი

3:26 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" განელი თავდამსხმელი დაიმატა

„დინამო თბილისმა“ განელი თავდამსხმელი კვამე კარიკარი დაიმატა. აღნიშნულ ინფორმაციას დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს.

კარიკარიმ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტი 1+1 წლიანი სისტემით გააფორმა.

27 წლის აფრიკელი ბოლოს ბაქოს „ნეფთჩის“ ღირსებას იცავდა. მანამდე კი „ალ-არაბის“, „ალ-მარჰიას“, „სტალის“, „ჰაუგესუნის“, „ბალიქეშისფორის“, „ჰალმშტადის“, „დეგერფორსისა“ და „აიკის“ ღირსებას იცავდა.

სწორედ შვედური „აიკის“ რიგებში ევროპა ლიგაზე ორი გოლი აქვს გატანილი მოსკოვის ცსკა-სა და პსვ ეინდჰოვენის კარში.

0.115869