ჩოგბურთი

19:24 | 13.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმონა ჰალეპი უიმბლდონის გამარჯვებულია

ქალთა შორის უიმბლდონის ტურნირი სიმონა ჰალეპმა მოიგო. რუმინელმა ჩოგბურთემა ფინალში სერენა უილიამსი 6:2, 6:2 დაამარცხა და კარიერაში აღნიშნული დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.

სერენა უილიამსი 24-ე დიდი სლემის ტურნირს უტევდა, თუმცა 56 წუთში დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელს ოთხით მეტი ვინერსი ჰქონდა (17:13), უნებლიე შეცდომა 23-ით მეტი დაუშვა (26:3), რაც მატჩის წასაგებას საკმარისი იყო. ჰალეპი უშეცდომოდ თამაშობდა და უმაღლესი რანგის ტურნირი მეორედ მოიგო. პირველად სიმონამ 2018 წელს როლან გაროსზე იმარჯვა.

მიმდინარე წელს საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე ვერდაცული ქულების გამო ჰალეპი რეიტინგში მერვე ადგილამდე დაქვეითდა, ახლა კი მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი მეოთხე პოზიციამდე დაწინაურდება. სერენამ კი ფინალში გასვლით წინა წლის შედეგი გაიმეორა და ქულები დაიცვა. ამჟამად ამერიკელი მეცხრე პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114626