ჩოგბურთი

23:11 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ნადალი დაამარცხა და უიმბლდონის მეცხრე ტიტულს შეუტევს

უიმბლდონის ნახევარფინალში როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალი მძიმე ბრძოლაში 7:6, 1:6, 6:3, 6:4 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირის ფინალში კარიერის განმავლობაში მეთორმეტედ გავიდა. შვეიცარიელი ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება და შანსი აქვს მეცხრე ტიტული მოიპოვოს.

ფედერერის და ნადალის დაპირისპირებაში გამოჩნდა თუ რამხელა განსხვავებაა ესპანელისთვის გრუნტსა და ბალახის საფარზე თამაში. გასულ თვეში როლან გაროსის ნახევარფინალში ნადამა მეტოქე აშკარად დაჯაბნა, ამჯერად კი ტაქტიკურ ბრძოლაში ფედერერმა გაიმარჯვა. პირველი სეტი ერთგვარი მოთელვა იყო და ტაი-ბრეიკზე მისული სეტი როჯერმა მოიგო. მეორე სეტში კი ნადალი მეოთხე გეიმზე ბრეიკით დაწინაურდა და ფედერერმა უბრძოლველად დათმო სეტი. მესამე და მეოთხე სეტებში კი შვეიცარიელმა თითო-თითო ბრეიკი შეასრულა, ხოლო ნადალმა მდევრის სტატუსი ვერ მოიშორა და დამარცხდა.

აღნიშნულ ჩოგბურთელებს შორის ბალახის საფარზე მეოთხე მატჩი იყო. ოთხივე უიმბლდონის ტურნირზე გაიმართა, ოღონდ აქამდე სამი ფინალში იყო 2006, 2007 და 2008 წლებში. ფედერერს ვინერსი 51 ჰქონდა, ხოლო უნებლიე შეცდომა - 27. ნადალმა კი ქულა გათამაშებიდან 32-ჯერ აიღო, ხოლო უნებლიედ ქულა 25-ჯერ დაკარგა. მოწოდებაში თითქმის თანაბარი დაპირისპირება იყო, შვეიცარიელმა 14 ეისი მიითვალა, ხოლო ნადალმა - 10. ორმაგ შეცდომებს რაც შეეხება ფედერერმს მხოლოდ ერთი ჰქონდა, ესპანელმა კი მეტოქეს ქულა ოთხჯერ აჩუქა.

ღია ტურნირების ისტორიის დაწყებიდან 37 წლის ფედერერი გახდა მესამე ასაკოვანი ჩოგბურთელი, რომელიც უიმბლდონის ფინალში გავიდა. ფედერერი შეეცდემა დიდი სლემის 21-ე ტურნირი მოიგოს და ამისთვის მან ნოვაკ ჯოკოვიჩი უნდა დაამარცხოს, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში 22:25-ს აგებს. ფედერერს უიმბლდონი 2003-07, 2009, 2012, 2017 წლებში აქვს მოგებული. ნოვაკის და როჯერის დაპირისპირება კვირას თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

Loading...
0.107647