ჩოგბურთი

12:47 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერენა უილიამსი მარგარეტ კორტის რეკორდის გამეორებას შეეცდება

ამერიკელმა ჩოგბურთელმა, სერენა უილიამსმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არ ფიქრობს მარგარეტ კორტის რეკორდის გამეორებაზე. შეგახსენებთ, რომ ავსტრალიელ კორტს, ქალთა ჩოგბურთში ყველაზე მეტი – 24 დიდი სლემის ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული. სერენას - 23.

წლევანდელი უიმბლდნის ნახევარფინალში უილიამსმა ჩეხ ბარბორა სტრიცოვას მოუგო და ფინალში, 13 ივლისს, რუმინელ სიმონა ჰალეპს შეხვდება.

„საქმე ტიტულების რაოდენობაში არ არის. ცუდი არ იქნებოდა კორტს დავწეოდი, თუმცა, მთავარია, კორტზე გახვიდე და ბოლომდე დაიხარჯო. ყველა შემთხვევაში, შესანიშნავი კარიერა მქონდა. ამიტომ, დამშვიდებული ვარ.

დიდი სლემის წინა ფინალებისგან განსხვავებით, ახლა უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს. ძალიან მინდა გავიმარჯვო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი თვის წინ საერთოდ არ ვთამაშობდი, ყველაფერი ჩინებულადაა.“ - უთხრა სერენამ უიმბლდონის პრესსამსახურს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111502