ფეხბურთი

23:25 | 11.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ჩიხურამ" "ფოლა ეში" დაამარცხა

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საჩხერის ჩიხურამ ეშში "ფოლა ეშის" წინააღმდეგ ჩაატარა, 2:1 გაიმარჯვა და საპასუხო მატჩის წინ უპირატესობა შეიქმნა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, როდესას ოლეგ მამასახლისმა დაცვაში კორალის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია და სინანიმ ზუსტად შეასრულა პენალტი. 59-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა წონასწორობა აღადგინა, ხოლო 86-ე წუთზე გიორგი კორიფაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და სტუმრებს გამარჯვება მოუტანა.

აღნიშნულ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 ივლისს "დინამო არენაზე" 20:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული კი შემდეგ ეტაპზე "აბერდინსა" და "როვანიემს" შორის საუკეთესოს შეხვდება.

ფოლა ეში: კაბრალი, მერში, კლეინი, ბერნარდი, საკრასი, ფრეირი, კორალი (ზაკი 86), მუჰარემოვიჩი, სინანი (ოუასი 88), სეიდი, კარონი (დრიფი 76);

ჩიხურა: ჰამზიჩი, კორიფაძე, მაისაშვილი, მამასახლისი, ჩიკვაიძე, არდაზიშვილი (ჩიხლაძე 65), ჩიტეიშვილი, მარკოზაშვილი, ლექვთაძე (ფანცულაია 75), სარდალიშვილი, დეკანოიძე (კაშია 90);

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121301