კალათბურთი

0:30 | 12.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

13 და 14 ივლისს სტუდენტური ლიგის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორები გამოვლინდებიან

სტუდენტური ლიგა, რომელიც წელს პირველად საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტისა და კალათბურთის ფედერაციების ერთობლივი ორგანიზების ფარგლებში ტარდება, დასასრულს მიუახლოვდა. ჩემპიონი და მე-3 ადგილის მფლობელი სულ მალე, 13 და 14 ივლისს გამოვლინდება.

ჩემპიონობისთვის ტექნიკური უნივერსიტეტისა და სპორტის უნივერსიტეტის გუნდები იბრძოლებენ. ორივე მათგანმა წარმატებით დაძლია პლეი ოფის მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ბარიერები და ფინალურ მატჩებს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 13 და 14 ივლისს, 18:00 საათზე გამართავენ. როგორც მოგეხსენებათ, გამარჯვებული გუნდი კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ “ა” ლიგაში მიიღებს ადგილს, სადაც გუნდებს სახელმწიფო დაფინანსება გააჩნიათ.

მესამე ადგილისთვის ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები – ილიაუნი და თსსუ შეხვდებიან. აღნიშნული მატჩი 13 ივლისს 16:00 საათზეა ჩანიშნული.

www.gbf.ge

0.160392