ჩოგბურთი

19:35 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი ნახევარფინალშია

უიმბლდონის 1/4-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა მარტივად დავიდ გოფინი 6:4, 6:0, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.

პირველ სეტში გოფინი ბრეიკით 4:3 დაწინაურდა, თუმცა ნოვაკმა ზედიზედ სამი გეიმი მოიგო, ეს იყო და ეს, რაც ბელგიელმა მოახერხა.

ნახევარფინალში ნოვაკის მეტოქე რობერტო ბაუტისტა-აგუტი იქნება. ბაუტისტამ 1/4-ფინალში გუიდო პელა 7:5, 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა. ურთიერთშეხვედრებში ჯოკოვიჩი ესპანელს 7:3-ს უგებს. მატჩი 12 ივლისს არის ჩანიშნული.

0.111992