ფეხბურთი

0:52 | 10.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "აქამდე ეტაპობრივად მოვედით და მზად ვართ ისტორიული დღისთვის"

"თუ გვსურს შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, შეცდომები რაც შეიძლება ნაკლები უნდა დავუშვათ" - "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი მიიჩნევს, რომ მის გუნდს რთული შეხვედრა ელოდება ტირასპოლში, "შერიფთან", მაგრამ დარწმუნებულია, რომ ყველაფერი საპასუხო მატჩი გაირკვევა.

ქართველი სპეციალისტის განცხადებით, "საბურთალო" ამ ყველაფრისკენ ეტაპობრივად მიდიოდა და ყველა მათგანი ელოდება ისტორიულ დღეს. საქართველოს ჩემპიონის თავკაცი მიიჩნევს, რომ ფრე სულაც არ იქნება ცუდი შედეგი, მაგრამ მისი გუნდი ყველა თამაშში მოედანზე მოსაგებად გადის და იმავე გააკეთებს ტირასპოლშიც.

"საბურთალოს" ვებგვერდმა გიორგი ჭიაბრიშვილის პრესკონფერენცია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

არსებობის განმავლობაში ხვალსაბურთალოისტორიულ შეხვედრას გამართავს. როგორია მატჩისადმი მოლოდინი?

– იცით, რომ “საბურთალოში” ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს, რომელიც აკადემიის აღზრდილია. აქამდე რომ მოვსულიყავით, ძალიან დიდი გზა გავიარეთ – ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად საქართველოში მივაღწიეთ წარმატებებს. ახლა, კი დადგა დრო, როდესაც ევროპაშიც უნდა მოვსინჯოთ ძალები. ამ ისტორიულ დღეს ყველა ჩვენთაგანი ელოდა. კლუბის მიზანი ევროტურნირებზე თამაში იყო. ისე მოხდა, რომ ევროტურნირს საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატით ვიწყებთ.

ეროვნულ ლიგაშისაბურთალოხშირ მატჩებში ფავორიტია. ამავდროულად, გუნდი პირველ ნომრად თამაშობს-ხოლმე. ხვალ, რამდენად მოახერხებს გუნდი ანალოგიურის გაკეთებას?

– ოთხშაბათს სულ სხვა დონის გუნდს ვეთამაშებით, “შერიფს” ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. მოლდოველები ყოველწლიურად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგისა თუ ევროპა ლიგის მატჩებს, ჩვენ კი სადებიუტო შეხვედრას გავმართავთ. ჩვენს სათამაშო სტილზე უარს არ ვიტყვით. თუმცა, ამას მატჩი გვაჩვენებს, რამდენად მოვახერხებთ ჩვენი ფეხბურთის თამაშს.

ფრე თუ იქნებასაბურთალოსთვისმისაღები შედეგი?

– იქიდან გამომდინარე, რომ ევროტურნირებზე პირველად ვთამაშობთ, თან ტურნირს საგარეო მატჩით ვიწყებთ, ვფიქრობ არ იქნება ურიგო შედეგი. წინ განმეორებითი მატჩია და გარკვეული უპირატესობა გვექნება. მაგრამ, ჩვენ ყველა მატჩში მოსაგებად გავდივართ – ასე იქნება ხვალაც.

ბევრი სირთულეების დაძლევა მოუწევს კლუბს. რა იქნება მნიშვნელოვანი ხვალინდელ მატჩში?

– თუ გვსურს ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გავიდეთ, რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა უნდა დავუშვათ, მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ შეცდომების რიცხვი.

ფიქრობთ, რომ ამ წყვილში ყველაფერი თბილისურ მატჩში გადაწყდება?

– ხვალ, რთული თამაში გველოდება, თუმცა ვფიქრობ ყველაფერი განმეორებით შეხვედრაში გადაწყდება.

ბოლო ტრანსფერებიდან, ერთ-ერთი ლაზარე კუპატაძის ტრანსფერი იყო. უნდა ველოდოთ თუ არაშერიფთანმატჩის ძირითად შემადგენლობაში?

– ლაზარე უკვე კარგა ხანია ჩვენთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ოფიციალურად თამაშის უფლება რამდენიმე დღის წინ მიეცა. კუპატაძე დიდი ხნის უთამაშებელია. სავარაუდოდ, არ იქნება ძირითად თერთმეტეულში.

საბურთალოშივარჯიშობს ლევან ყენია. რა მდგომარეობაა მასთან დაკავშირებით?

– ამ ეტაპისთვის ვერ შევძელით ყენიას განაცხადში შეყვანა, თუმცა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და იმედია მალე თამაშის შესაძლებლობაც მიეცემა. ლევანი ევროპიდან რამდენიმე დღის ჩამოსულია. შეიძლებოდა მისი მოლდოვეთში წამოყვანა, რათა გუნდთან ერთად ყოფილიყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დიდი გზა იყო გასავლელი, დასვენების საშუალება მივეცით.

საბურთალომდაასრულა ტრანსფერებზე მუშაობა?

– ჩვენ ყოველთვის გვსურს კვალიფიციური ფეხბურთელებით გაძლიერება, ეს მუდმივი პროცესია. ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რამდენიმე მათგანთან. ამ ეტაპზე გვარების დასახელებებისგან თავს შევიკავებ, რადგან 15 ივლისს სატრანსფერო ფანჯარა იხურება და ყველაფერს მალე გაიგებთ.

სტატისტიკა
0.264397