თამაშგარე

15:53 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტარიჯი გაძარცვეს

„ლივერპულის“ ყოფილმა შემტევმა, დანიელ სტარიჯმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, საკუთარ „ინსტაგრამზე“ ლოს ანჯელესში არსებული მისი სახლის გაძარცვის ამბავი დაწერა.

„ვიღაც შეიჭრა ჩემს სახლში და ძაღლი მოიპარა. თუ ვინმემ იცით სად ვეძებო, ნებისმიერ თანხას გადავიხდი. სერიოზულად ვამბობ. მინდა ვიცოდე რა მოხდა, რატომ მოიპარეს ჩემი ძაღლი. რატომ წაიღეს ჩანთები მეორე სართულიდან. როგორ შეიძლება ლოს ანჯელესში სახლი გატეხო და ძაღლი მოიპარო. გაგიჟდით?“ - წერს სტარიჯი.

0.114846