ფეხბურთი

9:05 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ დონარუმას არ გაყიდის

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, იტალიური „მილანის“ ხელმძღვანელობა არ აპირებს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას გაყიდვას. მიუხედავად მოარული ხმებისა, კლუბის ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო მალდინიმ განაცხადა, რომ 20 წლის მეკარის გაშვება არცკი განიხილება - გვამცნობს Football Italia.

„ახლა ბევრს საუბრობენ დონარუმას ტრანსფერზე, მაგრამ ამჟამად ჩვენი პოზიცია ასეთია - არ ვაპირებთ მის გაყიდვას“ - განაცხადა მალდინიმ.

გასულ კვირას იტალიური მედია წერდა, რომ „მილანი“ მზადაა დონარუმა გაუშვას, რადგან მის კონტრაქტს ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება და გახანგრძლივებას არ აპირებს, ამიტომ ახლა მაქსიმალური თანხის მიღებაა მასში საჭირო, თორემ თავისუფალი აგენტი გახდება და უფასოდ გადავა სხვა კლუბში.

იმასაც წერდნენ, დონარუმა „პარი სენ-ჟერმენს“ ელაპარაკება და პარიზული კლუბი მასში 50 მილიონ ევროს იხდისო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111775