სხვა

23:26 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოკრივეთა სატესტო ოლიმპიურ ტურნირს "რიუგოკუ კოკუგიკანი" უმასპინძლებს

2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, მოკრივეთა სატესტო შეჯიბრებები ჩატარდება 2019 წლის 29-31 ოქტომბერს ტოკიოს რიუგოკუ კოკუგიკანის არენაზე, სადაც 2020 წელს მოკრივეთა ოლიმპიური ტურნირიa დაგეგმილი.

მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) კრივის სამოყვარულო ასოციაციას (AIBA) უფლებამოსილება შეუჩერა და უახლოეს ხანებში ოლიმპიური ტურნირის ჩატარების უფლება ჩამოართვა, გადაწყდა, რომ მის ორგანიზებაზე იზრუნებს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მორინარი ვატანაბეს ხელმძღვანელობით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ჯგუფში ასევე შედიან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი, IOC-ის წევრები - უილიამ ბლიკი, ვილი კალტშმიტ ლუხანი და სპორტსმენთა კომისიის წევრი აია მაჰმუდ მედანი.

ტოკიოს ოლიმპიურ რინგზე მედლები გათამაშდება 13 წონით კატეგორიაში (8 კაცებში, 5 - ქალებში). საკვალიფიკაციო შესარჩევი ასპარეზობების ჩატარება დაგეგმილია 2020 წლის აპრილიდან. მოკრივეებს ტოკიოში მოხვედრის ბოლო შანსი მიეცემათ მაისში ტოკიოში გასამართ ტურნირზე.

აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო და ოლიმპიური ტურნირებისთვის მსაჯებს შეარჩევენ AIBA-ს მსაჯთა რიგებიდან, თუმცა კრივის მმართველი ორგანო ამ პროცესში ჩართული არ იქნება.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116291