კალათბურთი

19:41 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"კლიპერსმა" კავაი და ჯორჯი დაიმატა

ლოს ანჯელეს "კლიპერსი" მომდევნო სეზონში ნბა-ს მოგების ერთ-ერთი ფავორიტი იქნება. "კლიპერსმა" ერთბაშად ორი ვარსკვლავი კავაი ლეონარდი და პოლ ჯორჯი დაიმატა.

კავაიმ თავისუფალი აგენტის სტატუსით გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ბოლო სეზონის ფინალების MVP 142 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

"კლიპერსმა" "ოკაჰომიდან" პოლ ჯორჯი მიიღო, სანაცვლოდ დანილო გალინარი, ალექსანდერი და დრაფტზე არჩევის უფლება მისცა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113603