ფეხბურთი

2:25 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა მესამეა

არგენტინამ თავი მესამე ადგილით და ჩილეზე შურისძიებით დაიმშვიდა. ბოლო ორი კოპა ამერიკის ფინალისტები ამჯერად ოდენ მესამე ადგილისთვის გაეჯიბრნენ ერთმანეთს და ფინალისგან განსხვავებული სცენარით დამარცხდა.

„ალბისელესტემ“ მატჩი ჩინებულად დაიწყო და უპირატესობა, რამაც საბოლოოდ გამარჯვებამდე მიიყვანა. ჯერ იყო და კუნ აგუერომ იხეირა, მერე პაულო დიბალა გაისარჯა ჩინებულად და სხვაობა გააორმაგა. სხვათა შორის, დიბალამ არგენტინის ნაკრების მაისურით ოფიციალურ მატჩში პირველი გოლი გაიტანა და საერთოდაც, ამ კოპა ამერიკაზე ასევე პირველად ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში.

ჩილე მძიმე ვითარებაში ჩავარდა და პროვოკაციას მიმართა. მოედანზე ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა და ლიონელ მესი პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. 38-ე წუთზე გარი მედელმა ლეოს გასაწითლებლად ყველაფერი გააკეთა და მიზანს მიაღწია კიდეც, მაგრამ იდეალურად ვერ გათვალა - თავადაც დატოვა მოედანი. ცნობისთვის, მესი კარიერაში მეორედ გააძევეს და ორჯერვე არგენტინის ნაკრების მაისურით. პირველად ეს 2005 წელს, უნგრეთთან სპარინგში მოხდა.

მეორე ნახევარში მესის გარეშე დარჩენილმა არგენტინამ უკან დაიხია და ისეთი კარგი ფეხბურთი არ უჩვენებია, როგორც პირველ ტაიმში. 59-ე წუთზე თამაშში ჩილეც დაბრუნდა არტურო ვიდალის პენალტით, მაგრამ ეს მაქსიმუმი გამოდგა. არგენტინის ნაკრებმა 2:1 მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა.

ხვალ კი ფინალია, ბრაზილია და პერუ 2019 წლის კოპა ამერიკის ჩემპიონს გამოავლენენ.

არგენტინა - ჩილე 2:1 (2:0) VIDEO

სან პაულუ, „არენა კორინთიანსი“

არგენტინა (4-3-3): არმანი; ფოიტი, პეცელა, ოტამენდი, ტალიაფიკო; დე პაული, პარედესი, ლო სელსო (ფიუნესი მორი 90); მესი, აგუერო (სუარესი 81), დიბალა (დი მარია 67)

მწვრთნელი: ლიონელ სკალონი

ჩილე (3-5-2): არიასი; დიასი, მედელი, ხარა (მარიპანი 50); ისლა, არანგისი (კასტილიო 83), პულგარი, ვიდალი, ბოსეჟური; ვარგასი, სანჩესი (ფერნანდესი 17)

გოლები: 1:0 აგუერო (12), 2:0 დიბალა (22), 2:1 ვიდალი (59, პენ)

გაფრთხილება: პეცელა (57), პარედესი (63), ფოიტი (79), ტალიაფიკო (90) - ბოსეჟური (16), ვიდალი (26), პულგარი (45)

გაძევება: მესი (38) - მედელი (38)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 4 (3) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: მარი დიას დე ვივარი (პარაგვაი)

0.297852