ფეხბურთი

0:05 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"2 ათასი ევრო თუ სკუტერით წყალში გადახტები!" - მარიო ბალოტელის უცნაური სანაძლეო (+VIDEO)

უცნაური ადამიანია მარიო ბალოტელი და ეს აქამდეც არაერთგზის დადასტურებულა, მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ გაიგო საზოგადოებამ მისი ეპატაჟურობის შესახებ.

მას შემდეგ, რაც იტალიელმა „მარსელი“ დატოვა, უგონდოდ იმყოფება და თითქოს სხვა საფიქრალი უნდა ჰქონდეს, ახალი გუნდის ძიებაში იყოს, მაგრამ ნურას უკაცრავად - მარიო ერთობა!

ნეაპოლში ბალოტელიმ უცნაური სანაძლეო დადო - 2 ათასი ევრო თუ წყალში შენი სკუტერით გადახტები! ასეთი იყო მისი პირობა და დამარცხდა კიდეც.

„კი მაგრამ ჩემი სკუტერი მხოლოდ 600 ევრო ღირს, ეს თანხა ბევრია“, - იყო პასუხი, მაგრამ მარიოს წაგებული ფსონი სულაც არ ადარდებდა. მთავარია გვარიანად გაერთო.

სხვათა შორის, არც სიგარეტის მოწევა დაუკლია, მიუხედავად იმისა, კარგად იცოდა, რომ სხვადასხვა მედია საშუალებები ამ ვიდეოს მსოფლიოს წარუდგენდნენ...

0.173459