სხვა

1:31 | 7.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა სასტენდო სროლაში ვერ იყოჩაღეს

იტალიურ ლონატოში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონი სასტენდო სროლაში, სადაც გუშინ მრგვალ სტენდზე მსროლელმა ვაჟებმა იასპარეზეს.

სამწუხაროდ, ჩვენი სამეული წარუმატებლად გამოვიდა - მათგან საუკეთესო ვლადიმერ ნარჩემაშვილი იყო 115 ქულით, რაც 73-ე შედეგი აღმოჩნდა. არადა, გამოსვლა ურიგოდ არ დაუწყია - პირველ ორ სერიაში 24-24 ქულა დააგროვა, თუმცა მერე ასეთივე შემართებით ვეღარ გააგრძელა ასპარეზობა. ის 68-75-ე ადგილებს იყოფდა 115-ქულიან მსროლელთა ჯგუფთან ერთად, თუმცა საბოლოოდ 73-ე ადგილი ერგო.
113-113 ქულით დაასრულეს გამოსვლა მამა-შვილმა - დავით და გივი ქვათაძეებმა. ისინი 80-88-ე ადგილებს იყოფდნენ, საბოლოოდ კი დავით ქვათაძე 84-ე, გივი ქვათაძე კი 86-ე ადგილზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ დავით ქვათაძე მეოთხე სერიაში უნაკლოდ გამოვიდა - მაქსიმალური, 25 ქულა მოინადავლა, თუმცა საბოლოო ჯამში ამან ვერ უშველა.
73. ვლადიმერ ნარჩემაშვილი - 115 (24, 24, 22, 23, 22)
84. დავით ქვათაძე - 113 (23, 23, 19, 25, 23)
86. გივი ქვათაძე - 113 (22, 23, 24, 22, 22)

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.174303