ფეხბურთი

22:20 | 6.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძეს ვერ აჩერებენ - 6 გოლი 4 მატჩში! (+VIDEO)

გიორგი ბერიძე „გენტში“ შეუჩერებელია! ქართველი ფეხბურთელი ბელგიურ გუნდს იჯარის შემდეგ დაუბრუნდა და წინასასეზონო შეკრებაზე ისეთ თამაშს აჩვენებს, ძნელად სავარაუდოა კვლავ გაანათხოვრონ.

„გენტმა“ მორიგი სპარინგი სალონიკის „არისის“ წინააღმდეგ ჩაატარა და 3:0 მოიგო. თავიდანვე გეტყვით, რომ ბერიძემ და გიორგი ქვილითაიამ 75-ე წუთამდე ითამაშეს, გიორგი ჩაკვეტაძე ისევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

ამ შეხვედრაშ კი ანგარიში ბერიძემ გახსნა და თავი 28-ე წუთზე გამოიჩინა. ცნობისთვის, ეს ქართველი შემტევის მე-6 გოლი იყო მეოთხე ამხანაგურ მატჩში.

0.140436