ფეხბურთი

16:44 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურიამ "დინამო" დატოვა და "ემპოლიში" დაბრუნდა

ბათუმის „დინამო“ თავდამსხმელმა რომან ჭანტურიამ დატოვა. როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ ფორვარდს 6-თვიანი იჯარის ვადა ამოეწურა და იტალიურ „ემპოლის“ დაუბრუნდა, რომელსაც მისი სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის.

23 წლის ფეხბურთელმა „დინამოს“ რიგებში 10 თამაში ჩაატარა და ოდენ 2 გოლის გატანა მოახერხა.

აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა დროს ჭანტურია „ოლანენსეს“, „პრატოს“, თბილისის „ლოკომოტივისა“ და „სენგლეა ატლეტიკის“ ღირსებას იცავდა.

0.120694