ფეხბურთი

10:16 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოსპინა "ნაპოლის" ფეხბურთელია

30 წლის კოლუმბიელი მეკარე დავიდ ოსპინა "ნაპოლის" ფეხბურთელია, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ოსპინა "არსენალის" მოთამაში იყო, მაგრამ განვლილ სეზონი იჯარის წესით სწორედ ნეაპოლურ კლუბში იყო განათხოვრებული.

დავიდმა განვლილ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 24 შეხვედრა ითამაშა.

ოსპინას აქამდე "ნიცაში" და "ატლეტიკო ნასიონალში" უთამაშია. მეკარე 2007 წლიდან კოლუმბიის ნაკრების წევრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114487