ფეხბურთი

9:05 | 4.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა: პერუ ფინალშია

ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკის გათამაშებაზე მეორე ფინალისტიც გამოვლინდა. პორტუ ალეგრიში, „არენა დუ გრემიუს“ სტადიონზე, პერუს ნაკრებმა მოულოდნელად 3:0 გაანადგურა მოქმედი ჩემპიონი, ჩილეს ეროვნული გუნდი.

21-ე წუთზე ანგარიში ედისონ ფლორესმა გახდნა. 38-ზე იოსიმარ იოტუნმა გააორა. 91-ე წუთზე კი პაოლო გერერომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საინტერესოა, რომ მეხუთე დამატებულ წუთზე პერუელებმა თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მიიღეს, თუმცა ედუარდო ვარგასს მეკარე გაბრიელ არიასმა აუღო.

ამრიგად, 7 ივლისს, ტურნირის ფინალში ერთმანეთს მასპინძელი ბრაზილია და პერუს ეროვნული გუნდი შეხვდებიან. თამაში ლეგენდარულ „მარაკანაზე“ გაიმართება და თბილისის დროით, ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.

ჩილე - პერუ 0:3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114545