1 ივლისს იტალიურ ლონატოში დაიწყო მსოფლიოს ჩემპიონატი სასტენდო სროლაში, რომელშიც ჩვენგან მრგვალ სტენდზე მსროლელები გამოვლენ: ვლადიმერ ნარჩემაშვილი, დავით და გივი ქვათაძეები მწვრთნელ გივი შენგელიასთან ერთად. ლონატოშია თამაზ იმნაიშვილიც, ვინც ჩემპიონატში მსაჯადაა მიწვეული.
მსოფლიოს ჩემპიონატში ჯერ სასანგრე სტენდზე მსროლელები გამოდიან, მრგვალზე მოასპარეზენი კი შეჯიბრებაში 5 ივლისიდან ჩაებმებიან. საკვალიფიკაციო ეტაპი 5-6 ივლისს გაიმართება.
საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური









