ფეხბურთი

21:40 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლოკომოტივი" რელსებიდან არ გადადის

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურმა სტარტი დღეს აიღო. მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ ამ წუთებში „რუსთავს“ მასპინძლობს, იქამდე კი ორი თამაში უკვე ჩატარდა.

თავიდანვე ვთქვათ, რომ „ვიტ ჯორჯია“ და „ჩიხურა“ ერთმანეთს უგოლოდ დაშორდნენ. ორივე გუნდი საკმაოდ წარუმატებელ სეზონს ატარებს და ბუნებრივია, ქულა დიდი ვერაფერი შვება იქნებოდა. „ვიტ ჯორჯია“ ბოლო საფეხურზეა და გავარდნის რეალური კანდიდატია, ხოლო „ჩიხურა“, რომელიც მიზნად ევროტურნირების ზონაში მოხვედრას ისახავდა, საკმაოდ შორსაა ოთხეულისგან და გაუძნელდება იქ მოხვედრა.

ტური კი წყალტუბოში გაიხსნა „ტორპედოსა“ და „ლოკომოტივის“ დაპირისპირებით. თბილისელები ლევან კორღალიძის გუნდში მისვლის შემდეგ ფანტასტიკურად ათამაშედნენ და ქულებს პრატიკულად არ კარგავენ. „ტორპედოს“ კი ფინანსური პრობლემები და წამყვან ფეხბურთელთა დაკარგვა უკვე დაეტყო, რაც ლოგიკურია.

კორღალიძის შეგირდებმა მატჩის მიწურულს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს საქართველოს 4-გზის ჩემპიონს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. ჯერ იყო და ლაშა გვალიამ ახლო მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ანგარიში გახსნა, მერე ტორპედოელთა კაპიტანი მაქსიმე ქვილითაია შეცდა უხეშად, ბურთი ირაკლი სიხარულიძეს ჩააბარა და „ლოკოს“ შემტევს შანსი ხელიდან არ გაუშვია.

ამასობაში „ლოკომოტივმა“ 32 ქულა დააგროვა და ჯერ ისევ მეოთხე პოზიციაზეა, მაგრამ მეოთხეადგილოსან „ტორპედოს“ უკვე მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. სხვათა შორის, "რკინიგზელებს" უკვე ზედიზედ 9 წაუგებელი მატჩი დაუგროვდათ.

„ტორპედო“ – „ლოკომოტივი“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 გვალია (71), 0:2 სიხარულიძე (86)

„ვიტ ჯორჯია“ – „ჩიხურა“ 0:0 (0:0)

Loading...
სტატისტიკა
0.242001