ფეხბურთი

12:20 | 2.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნი“ დემბელეთი დაინტერესდა

„ბაიერნი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველით, უსმან დემბელეთი დაინტერსდა - გვამცნობს France Football. გამოცემის ინფორმაციით, მიუნხენური კუბის ხელმძღვანელობა კარგა ხანია ფრანგ შუახაზელს აკვირდება.

„ბაიერნის“ სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, უკვე ესაუბრა დემბელეს წარმომადგენლებს. თუმცა ის კატალონიური კლუბის მიერ ანტუან გრიზმანის და ნეიმარის შეძენას ელოდება და მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, 22 წლის ფრანგის ფასი საგრძნობლად დაიწევს.

დემბელე „ბარსელონაში“ დორტმუნდის „ბორუსიიდან“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა 125 მილიონ ევროდ.

0.114186