ფეხბურთი

23:59 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის სიმბოლურში (+VIDEO)

ამერიკული „სან ხოსეს“ ქართველი თავდამსხმელი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. აღნიშნული ინფორმაცია ლიგის ვებგვერდმა გაავრცელა.

ყაზაიშვილმა განვლილ კვირაში ორი მატჩი ჩაატარა, ჯერ „ჰიუსტონთან“ დუბლი გაიფორმა, ხოლო მერე ლოს ანჯელეს „გალაქსისთან“ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

საერთოდ, ივნისის თვე ჩვენებურს მეტად წარმატებული გამოუვიდა და ბოლო 4 თამაშში 6 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა.

0.114196