ფეხბურთი

16:25 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძემ "ემპოლი" დატოვა და თავისუფალი აგენტია

ლევან მჭედლიძისა და „ემპოლის“ 9-წლიანი ურთიერთობა დასრულდა. ქართველ თავდამსხმელს იტალიურ გუნდთან კონტრაქტი გუშინ, 30 ივნისს ამოეწურა და თავისუფალი აგენტი გახდა.

თუმცა, უნდა ვთქვათ ისიც, რომ ჯერჯერობით ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არც ტოსკანელებსა და არც თავად ქართველ შემტევს არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, რომ მჭედლიძე „ემპოლის“ რიგებში 2010 წლიდან თამაშობდა და დღემდე 163 შეხვედრაში 20 გოლის გატანა შეძლო. მანამდე კი, ორი სეზონი „პალერმოს“ ღირსებას იცავდა.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების 29 წლის ფორვარდი.

0.165098