ისტორია

9:17 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

1 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1976. დაიბადა პატრიკ კლუივერტი. წარმოშობით სურინამელი ფორვარდი. იცავდა ჰოლანდიის ნაკრების, “აიაქსის,” “მილანის,” “ბარსელონას,” “ნიუკასლის,” “ვალენსიას,” პსვ-ს, “ლილის” ღირსებას. “აიაქსთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა და ჰოლანდიის ჩემპიონობა (ორჯერ), ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. “ბარსას” რიგებში ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 79 გოლი, გაიტანა 40 გოლი. კლუივერტი ჰოლანდიის ნაკრების ყველაზე დროის საუკეთესო ბომბარდირი ოყო, შემდეგ კი რობინ ვან პერსიმ გაასწრო.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1904. აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში თანამედროვეობის მესამე ოლიმპიური თამაშები გაიხსნა. მასში მონაწილეობა 13 ქვეყნის 689 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველობა აშშ-ის სპორტსმენებმა მოიპოვეს. მათ გათამაშებული ჯილდოების აბსოლუტური უმრავლესობა დაიმსახურეს (78 ოქრო, 84 ვერცხლი, 82 ბრინჯაო). მეორეზე გერმანელები გავიდნენ (4, 4, 4), ხოლო მესამე საფეხური კანადელმა ათლეტებმა დაიკავეს (4, 1, 1).

1904. გერმანიის ქალაქ ლევერკუზენში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ბაიერი”. 1988 წელს მოიპოვა უეფას თასი, 1993-ში კი დაეუფლა გერმანიის თასს. 2002 წელს იასპარეზა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რომელშიც მადრიდის “რეალთან” დამარცხდა.

1906. პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “სპორტინგი” (“სპორტინგ კლუბ დი პორტუგალ”). გუნდი 18-ჯერ გახდა პორტუგალიის ჩემპიონი და 19-ჯერ დაეუფლა ქვეყნის ეროვნულ თასს. 1964 წელს “სპორტინგმა” თასების თასი მოიპოვა. გუნდი თამაშობს “ჟოზე ალვალადეს” სტადიონზე, რომლის ტრიბუნებიც 52 ათას მაყურებელს იტევს.

1912. რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა საკუთარ ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა. სტოკჰოლმის ოლიმპიურ თამაშებზე რუსები გერმანიასთან 0:16 დამარცხდნენ.

1928. პირველი მატჩი ჩაატარა კიევის “დინამომ”. უკრაინელები ბელაია ცერკოვის გუნდთან 0:1 დამარცხდნენ.

1932. უიმბლდონის ქალთა ტურნირის ფინალში, ალენ მუდმა ელენ ჯეკობსი 6:3, 6:1 დაამარცხა და ტურნირის რიგით ორმოცდამეხუთე ჩემპიონი გახდა.

1950. ბრაზილიის მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: ბრაზილია-იუგოსლავია 2:0.

1951. ფორმულა-1-ის რეიმს-გუს (საფრანგეთი) “გრან-პრი” იტალიელმა პილოტმა ლუიჯი ფაჯოლიმ (“ალფა რომეო”) მოიგო.

1959. თბილისისდინამომსაერთაშორისო ამხანაგურ მატჩში, უნგრეთის სომბათჰეისჰოლადაშთან” 1:3წააგო. ქართველთაგან ერთადერთი გოლი ავთანდილ ღოღობერიძემ გაიტანა. მატჩითბილისშიჩატარდა. “დინამო”: კოტრიკაძე, ჩოხელი, თორაძე, ხოჭოლავა, ბორის სიჭინავა, ზეინკლიშვილი,მელაშვილი, იამანიძე,კალოევი, ღოღობერიძე, მესხი (ბარქაია). “დინამოსანდროჟორდანია წვრთნიდა.

1965. ჰოლანდიის ქალაქ ენსხედეში საფეხბურთო კლუბი “ტვენტე” დაარსდა. ესგუნდითბილისისდინამოსევროტურნირზე სადებიუტო გამოსვლისას შეხვდა. 1972 წლის 13 სექტემბერს, თბილისისლოკომოტივისსტადიონზედინამომ” “ტვენტეს” 3:2 მოუგო.

1968. ჰოლანდიის ქალაქ სიტარდში, საფეხბურთო კლუბი “ფორტუნა” დაარსდა.

1970. ჰოლანდიის ქალაქ უტრეხტში ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი დაარსდა.

1973. აშშ-მა და ჩინეთმა სანაკრებო დონეზე პირველი საკალათბურთო მატჩი ჩაატარეს. აშშ-ის სტუდენტურმა ნაკრებმა ჩინეთის ეროვნულ გუნდს 96:61 სძლია.

1981. ჰოლანდიის ქალაქ ნაიმეგენში საფეხბურთო კლუბი ნეკ-ი დაარსდა.

1990. მსოფლიოს მეთოთხმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (იტალია). მეოთხედფინალი: გფრ-ჩეხოსლოვაკია 1:0. ინგლისი-კამერუნი 3:2 (დამატებითი დრო).

1991. დაარსდა საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია. 1993 წლის 1 იანვრიდანგაერთიანდაძალოსნობისსაერთაშორისო ფედერაციასა (IWF) და ევროპის ძალოსნობისფედერაციაში(EWF). მისპირველპრეზიდენტად იური ქართველიშვილი აირჩიეს. ამჟამადსაქართველოსძალოსნობისფედერაციისპრეზიდენტი დავით ბეჟუაშვილია.

1997. მაიკ ტაისონს ევანდერ ჰოლიფილდთან პაექრობისას ჩადენილი არასპორტული საქციელის გამო (ტაისონმა ორთაბრძოლის მსვლელობისას მოწინააღმდეგეს ყური მოაჭამა), დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

2005. იტალიის ქალაქ ლილიანოში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი გაიხსნა.

2006. მსოფლიოს მეთვრამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (გერმანია). მეოთხედფინალი: ინგლისი-პორტუგალია 0:0 (1:3 პენ.); ბრაზილია-საფრანგეთი 0:1 (0:0).

2007. მაკა ჩახნაშვილმა პადოვას ჩოგბურთელთა ტურნირში გაიმარჯვა.

2007. ფორმულა1-ის საფრანგეთის მანი-კურის “გრან პრი” ფინელმა მრბოლმა კიმი რაიკონენმა მოიგო, მეორეზე ბრაზილიელი ფელიპე მასა გავიდა, მესამეზე ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი.

2010. ევროპის ლიგის სასტარტო წრის პირველ მატჩში, თბილისისდინამომესტონეთისფლორას” 2:1მოუგო, ხოლოზესტაფონმასან მარინოსფაეტანოს” 5:0 მოუგო.

ამ დღეს დაიბადნენ

1906. ედუარდ ლანსინგ გორდონი. ამერიკელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში 1932 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1940. კრეიგ ბრაუნი. 1960-იან წლებში შოტლანდიელი მცველი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა მძიმე ტრავმის გამო შეწყვიტა. 1993-2000 წლებში შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

1945. მლადან რამლიაკი. 1960-70-იან წლებში იუგოსლავიის ნაკრების ნახევარმცველი. ევროპის 1968 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. ზაგრების “დინამოს” შემადგენლობაში მოგებული აქვს უეფასა და ბაზრობათა თასები. იუგოსლავიის ორგზის ჩემპიონი. რამდენიმე სეზონი თამაშობდა როტერდამის “ფეიენოორდშიც”.

1946. სლობოდან სანტრაჩი. 1960-70-იან წლებში იუგოსლავიური ფეხბურთის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი. ამ ქვეყნის პირველი დივიზიონის რეკორდსმენი გატანილ გოლთა რაოდენობით (218). სერბული პრესის მონაცემებით, ოფიციალურ დონეზე ჩაატარა 1359 მატჩი და გაიტანა 1301 გოლი. ბელგრადის ოფკ-შემადგენლობაში 1973 წელს უეფას თასის მეთექვსმეტედფინალშითბილისისდინამოსთანუნდაეთამაშა,მაგრამ იუგოსლავიის არმიაში გაიწვიეს. 1995-98 წლებში წვრთნიდა იუგოსლავიის ნაკრებს.

1948. ევერ უგო ალმეიდა. 1960-80-იან წლებში პარაგვაის ნაკრების მეკარე. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ლიბერტადორესის თასის ორგზის გამარჯვებული. პარაგვაის ათგზის ჩემპიონი.

1961. კარლ ლუისი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ათლეტი და მძლეოსანი. სპრინტერულ დისტანციაზე რბენასა და სიგრძეზე ხტომაში ცხრაგზის ოლიმპიური (1984, 1988, 1992 და 1996 წლების თამაშები) და რვაგზის მსოფლიოს ჩემპიონი. 1984 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე გაიმეორა თანამემამულე ჯესი ოუენსის რეკორდი და ოქროს ოთხი მედალი მოიპოვა (100, 200 და 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში, აგრეთვე სიგრძეზე ხტომაში).

1963. სერგეი ბულიგინი. ბიატლონში (7,5 კმ ესტაფეტა) 1984 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1976. რუუდ ვან ნისტელროი. ჰოლანდიის ნაკრებისა და “მალაგას” თავდამსხმელი. ადრე იცავდა “დენ ბოსხის,” “ჰეერენვენის,” “პსვ ეინდჰოვენის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, მადრიდის “რეალის” და “ჰამბურგის” ღირსებას. ჰოლანდიის ჩემპიონი (ორჯერ) და თასის მფლობელი (ორჯერ), ინგლისის პრემიერლიგის (ერთხელ) და ინგლისის სუპერთასის გამარჯვებული, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისა (ერთხელ) და ლიგის (ერთხელ) თასების მფლობელი. ესპანეთის ჩემპიონი (ორჯერ). მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 70 მატჩი, გაიტანა 35 გოლი.

1976. პატრიკ კლუივერტი. წარმოშობით სურინამელი ფორვარდი. იცავდა ჰოლანდიის ნაკრების, “აიაქსის,” “მილანის,” “ბარსელონას,” “ნიუკასლის,” “ვალენსიას,” პსვ-ს, “ლილის” ღირსებას. “აიაქსთან” ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა და ჰოლანდიის ჩემპიონობა (ორჯერ), ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. “ბარსას” რიგებში ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 79 გოლი, გაიტანა 40 გოლი. კლუივერტი ჰოლანდიის ნაკრების ყველაზე დროის საუკეთესო ბომბარდირი ოყო, შემდეგ კი რობინ ვან პერსიმ გაასწრო.

Loading...
0.149679