ფეხბურთი

12:16 | 30.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი „ლოს ანჯელეს გალაქსისთან“ (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ჩინებულ ფორმაშია. ჩვენებურმა MLS-ის ჩემპიონატში მორიგი გოლის გატანა მოახერხა და ასევე საგოლე პასიც მიითვალა.

„სან ხოსე“ შინ „ლოს ანჯელეს გალაქსის“ დაუპირისპირდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის გუნდი 3:0 დაამარცხა.

პირველი გოლის ავტორი სწორედ ყაზაიშვილი გახდა, რომელმაც შესანიშნავი სერია გააგრძელა და ივნისის თვეში მე-6 გოლის გატანა მოახერხა.

სასიამოვნოა ისიც, რომ აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა გურამ კაშიამ.

„სან ხოსეს“ კი ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

0.146379