ჭიდაობა

23:58 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკების 4 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

პოლონურ კრაკოვში მიმდინარე უმცროსი ასაკის ჭაბუკთა ევროპირველობაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონი მიშიკო კალაიჯიშვილი (85 კგ) გახდა, ვინც ფინალში უკრაინელი პლახტირი 8-2 დაამარცხა, მანამდე კი რუსი და თურქი მეტოქეები ჩამოიცილა.

ბრინჯაოს მედლები ნიკოლოზ ბეშიძემ (41 კგ), გიორგი აბულაშვილმა (57 კგ) და თორნიკე სამხარაძე (75 კგ) მოიპოვეს.

კვარცხლების მესამე საფეხურზე ასასვლელად თითო გამარჯვება დააკლდათ საბა კობახიძეს (44 კგ), ლუკა ღვინჯილიას (52 კგ) და დავით ნოქარიშვილის (85 კგ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127659