კალათბურთი

23:35 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძე საზაფხულო ლიგაში ითამაშებს

“ინდიანა პეისერსმა” ლას ვეგასის საზაფხულო ლიგისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც დრაფტზე მე-18 ნომრად აყვანილი ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძეც მოხვდა.

ნბა-ს კლუბის რიგებში მისთვის სადებიუტო ტურნირზე გოგა 18-ნომრიანი მაისურით გაირჯება, ინდიანაპოლისელთა განაცხადში კი, მის გარდა, კიდევ 13 მოთამაშეა.
აღსანიშნავია, რომ ლას ვეგასურ ლიგაში, 5-15 ივლისს 83 მატჩი გაიმართება, რომლებშიც ნბა-ს გუნდების გარდა, ჩინეთისა და ხორვატიის ნაკრებებიც იქნებიან ჩართულნი.
ბითაძე და მისი თანაგუნდელები ნევადაში ოთხ მატჩს ჩაატარებენ: 6 ივლისს “მემფის გრიზლისთან”, 8 ივლისს – “დეტროიტ პისტონსთან”, 9 ივლისს – “ატლანტა ჰოუქსთან”, ხოლო 11 ივლისს – ლიგის მოქმედ ჩემპიონ “ტორონტო რეპტორსთან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114816