ჩოგბურთი

22:43 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილს უიმბლდონზე მასპინძელი ელის

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც უიმბლდონზე მე-18 ნომრად არის განთესილი, პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე ბრიტანელ ჯეიმს უორდს ეთამაშება.

წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილი არგენტინელ ფედერიკო დელბონისსა და ბრიტანელ დენ ევანსს შორის უმჯობესს გაეჯიბრება, მე-3 წრეში კი მისი სავარაუდო მეტოქე ხორვატი მარინ ჩილიჩი (მე-12 განთესვა) იქნება.
შეგახსენებთ, რომ შარშან ნიკოლოზმა უიმბლდონის საწყის რაუნდში ფრანგ ჟილ სიმონთან 1:6, 6:7 (5:7), 1:6 წააგო, ამდენად, ლონდონში ქულები დასაცავი არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114254