ფეხბურთი

17:00 | 28.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამომ" ქიმაძე დაიმატა

„დინამო თბილისი“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩების წინ გაძლიერებას განაგრძობს და ამჯერად გიორგი ქიმაძე გაიფორმა.

როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ქართველ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გაფორმდა.

ქიმაძეს აქამდე საჩხერის „ჩიხურასა“ და „ტორპედოში“ უთამაშია. ქუთათურთა ღირსებას ქართველი მცველი 2015 წლიდან მოყოლებული იცავდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე „დინამომ“ ნოდარ ქავთარაძე, არფან დაფე და ოლექსანდრ კაპლიენკო დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109185