ფეხბურთი

17:40 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" "კრისტალ პალასის" მცველი დაიმატა

21 წლის "კრისტალ პალასის" მცველი ინგლისელი აარონ ვან-ბისაკა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთლი გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მანჩესტერმა" მცველი 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდა. აარონი უახლოეს საათებში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

განვლილ სეზონში აარონმა 39 შეხვედრა ჩაატარა. მცველი ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების წევრია, სადაც სამი შეხვედრა გამართა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102658