ფეხბურთი

11:17 | 26.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მონაკოს“ მატიუიდი მოუნდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, ტურინის „იუვენტუსის“ ფრანგი ნახევამცველი, ბლეზ მატიუიდი, შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.

წყაროს მტკიცებით, 32 წლის ფეხბურთელით „მონაკო“ დაინტერესბულა და ახალი სეზონის დაწყებამდე მის გადაბირებას ეცდება.

შარშან „მონაკოს“ ძალიან რთული სეზონი ჰქონდა. კინაღამ გავარდა ლიგა 1-დან, თუმცა საბოლოოდ მე-17 ადგილი დაიკავა და გადარჩა. ამიტომ, კლუბის ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და ამ გეგმის ერთი ნაწილი მატიუიდია.

„იუვენტუსში“ გადასვლამდე ის „ტრუაში,“ „სენტ ეტიენსა“ და „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა. პარიზულ კლუბში ექვსი სეზონი გაატარა და იქიდან გადავიდა ტურინულ კლუბში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118466