სხვა

13:02 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სალუქვაძისა და მაჭავარიანის ბრინჯაო ევროპულ თამაშებზე

ქართველმა ტყვიის მსროლელებმა ნინო სალუქვაძემა და ცოტნე მაჭავარიანმა ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე 50-მეტრიან დისტანციაზე წყვილთა შეჯიბრზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ქართველმა სპორტსმენებმა შესარჩევ ეტაპზე 364 ქულა დააგროვეს და უკრაინული დუეტის (370 ქულა) კვალად, მე-2 ადგილი დაიკავეს.
ამგვარად, სალუქვაძე და მაჭავარიანი ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც შვეიცარიელებს (დიეტჰელმი-დემიერე) გაეჯიბრნენ, დაძაბულ შეხვედრაში 172:170 მოუგეს და ფინალში აღმოჩნდნენ.
მოწინავე კვარტეტში ასევე გავიდნენ ბელარუსის მეორე, რუსეთის პირველი და ლატვიის ნაკრებები, რომლებიც ერთმანეთს წრიული სისტემით გაეჯიბრნენ და მედალოსნები ასე გამოავლინეს.
საბოლოო ჯამში, სალუქვაძემა და მაჭავარიანმა 87.7 ქულა მოაგროვეს და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს, პირველები რუსები (97.3) იყვნენ, მეორეზე კი ლატვიელები (92.4) გავიდნენ.
ამგვარად, მეორე ევროპულ თამაშებზე მოასპარეზე ქართული დელეგაციის აქტივში უკვე 17 მედალია (5 ოქრო, 3 ვერცხლი, 9 ბრინჯაო) მედალია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131204