ფეხბურთი

13:25 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სკალონი კოპა ამერიკის ისტორიაში შევიდა

არგენტინის ნაკრების მწვრთნელი ლიონელ სკალონი კოპა ამერიკის ისტორიაში შევიდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში არგენტინისა და ყატარის (2:0) დაპირისპირების დროს „ალბისელესტეს“ თავკაცმა ყვითელი ბარათი მიიღო.

როგორც აღმოჩნდა, ტურნირის ისტორიაში სკალონი პირველი მწვრთნელი გახდა, რომელიც გააფრთხილეს.

შეგახსენებთ, არგენტინამ კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე 4 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მეოთხედფინალში გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116444