ფეხბურთი

1:27 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მალიორკა" პრიმერაში დაბრუნდა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 2019-2020 წლების სეზონისთვის შემადგენლობა სრულდა დაკომპლექტდა. ბოლო, მეოცე მონაწილე სეგუნდადივიზიონის პლეი-ოფის ფინალმა გამოავლინა, რომელშიც „მალიორკა“ და „დეპორტივო“ დაუპირისპირდნენ.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა სამი დღის წინ „რიასორზე“ ლა კორუნიელებმა 2:0 მოიგეს და ბუნებრივია, წყვილში ფავორტად იქცნენ. თუმცა, პალმა დე მალიორკაზე მასპინძლებმა პატარა სასწაული დადგეს და ხსენებული ჩამორჩენა გააქრეს.

პირველ ტაიმში ანგარიში ანტე ბუდიმირმა გახსნა, რასაც მეორე ტაიმის შუაწელს სალვა სევილიას გოლი მოჰყვა და ორმატჩიან რაუნდში წონასწორობა აღდგა. „მალიორკას“ ნანატრი გამარჯვება 82-ე წუთზე აბდონ პრატსის გოლმა მოუტანა, რის შემდგომაც კუნძულელები ელიტაში დაბრუნდნენ.

„მალიორკა“ პრიმერაში 2012-2013 წლების სეზონის, 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ შავ-წითლებმა ბოლო ორ სეზონში ორი ლიგით აინაცვლეს - 2018 წლის მაისში სეგუნდა B დივიზიონიდან სეგუნდა დივიზიონში დაწინაურდნენ, ხოლო 13 თვის შემდეგ უკვე ელიტალური პრიმერას ჯერიც დადგა...

„მალიორკა“ – „დეპორტივო“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ბუდიმირი (21), 2:0 სევილია (62), 3:0 აბდონი (82)

სტატისტიკა
0.26176