ფეხბურთი

23:58 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში საჩემპიონო ინტრიგა კიდევ უფრო გამწვავდა. საქმე ისაა, რომ „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ ქულების დაკარგვით კარგად ისარგებლა „დინამო თბილისმა“ და მათთან ჩამორჩენა შეამცირა.

ფელის ვისენეტს გუნდს საჩხერის „ჩიხურასთან“ მძიმე 90 წუთი გადახდა თავს, მაგრამ გამარჯვებულებს არ ასამართლებენო და ფაქტია - „დინამომ“ სამი ქულა მოიპოვა. გამარჯვების გოლი კი, თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გავიდა და ისეთი შედევრი ვიხილეთ, ნებისმიერი რანგის შეხვედრასა და თუ ფეხბურთელს რომ დაამშვენებდა.

ნიკა ნინუამ ფანტასტიკური სილამაზის ჯარიმა გაიტანა და გარდა იმისა, რომ მატჩის გმირი გახდა, ალბათ, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გოლის ავტორიც შეიქნა. შედეგად, „დინამომ“ ლიდერ „საბურთალოს“ უკვე მხოლოდ 4, ხოლო მეორეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ 3 ქულით ჩამორჩება. ასე, რომ დაკარგული არაფერია და მთავარი ბრძოლები წინაა.

მე-19 ტურის დასკვნითი მატჩი კი, გორში გაიმართა, სადაც მეორე ტაიმის საწყის 5 წუთში გორის „დილამ“ აუტსაიდერ „ვიტ ჯორჯიას“ აჯობა. დიახ, მეორე ნახევარის სტარტზე დიდიე კოუგბენიასა და გურამ გოშთელიანის გოლებით გადაწყდა მატჩის ბედი და „დილამ“ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა, რადგან ბოლნისის „სიონს“ გაუთანბრდა და ნელ-ნელა სახიფათო ზონას სცილდება. იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით „ვიტ ჯორჯიაზე“, რომელიც ბოლო ადგილზე ილექება.

„დინამო“ (თბ) – „ჩიხურა“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ნინუა (80)

„დილა“ – „ვიტ ჯორჯია“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 კოუგბენია (47), 2:0 გოშთელიანი (50)

Loading...
0.167894