ფეხბურთი

17:50 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

რუსი დეპუტატი ფიფასგან ქართული გუნდების დასჯას ითხოვს
რუსულმა მედიამ "ტორპედოს" ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე გააკრიტიკა

ქართული კლუბების მიერ წამოწყებულ აქციას, რაც მატჩამდე სპეციალურ მაისურებით გამოსვლაში გამოიხატა, რუსული მედიის უკმაყოფილება მოჰყვა.

ადგილობრივი გამოცემები წერენ, რომ ქართული გუნდები ანტირუსული ლოზუნგებით გამოვიდნენ და მათ დასჯას ითხოვენ. აღნიშნულ საკითხს რუსეთის ფედერაციის დეპუტატი იგორ ლებედევიც გამოეხმაურა და ფიფას მოუწოდა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

„ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვალდებულია რეაგირება მოახდინოს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ფეხბურთელების მსგავს ქმედებებზე ოფიციალური მატჩების დროს“, - დაწერა ლებედევმა ტვიტერში.

გარდა ამისა, განსაკუთრებულად ყურადღება მიიქცია ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელმა ნოდარ ქავთარაძემ, რომელიც რუსეთშია დაბადებული, მოსკოვის "ლოკომოტივის" აღზრდილია და რუსეთის მოქალაქეა. სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გვერდი, სახელწოდებით "რუსი ფეხბურთელები უცხოეთში", სწორედ ამას უსვამს ხაზს და წერს, რომ ანტირუსული ლოზუნგის შემცველი მაისურით მოედანზე რუსეთის მოქალაქე ქავთარაძეც გავიდა.

შეგახსენებთ, „ტორპედოს“ ფეხბურთელები „სიონთან“ მატჩში სპეციალისური მაისურებით გავიდნენ მოედანზე, რომელსაც ეწერა - "ჩვენ საქართველოდან ვართ და საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული".

იგივე ლოზუნგით გამოირჩა თბილისის „ლოკომოტივი“ – „გვახსოვს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია".

0.1227