ძიუდო

16:35 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ

ქართველი ძიუდოისტები ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.) და ლუკა მაისურაძე (81 კგ.) ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.

ჩვენებურებმა ნახევარფინალში დიდი ბრძოლა გადაიტანეს და ორივენი დამატებით დროში დამარცხდნენ. შავდათუაშვილმა შვედ ტომი მასიასთან წააგო, ხოლო მაისურაძემ – ბელგიელ ბელგიელ მატიას სასესთან.
კვარცხლბეკზე ასასვლელად ლაშა აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს გაეჯიბრება, ხოლო ლუკას მეტოქე იტალიელი ანტონიო ესპოზიტო იქნება.

ფინალური ბლოკი - 18:00 საათიდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111202