ფეხბურთი

18:46 | 22.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარიმ რონალდუს ადგილი მოუძებნა

ტურინის „იუვენტუსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, განსაზღვრა პოზიცია, რომელზეც 2019-20 წლების სეზონში კრიშტიანუ რონალდუ გაირჯება. სპეციალისტი პორტუგალიელს ცენტრალური თავდამსხმელის ადგილზე ხედავს - წერს La Gazzetta dello Sport.

სარი პირადად ესაუბრა კრიშტიანუს და უთხრა, რომ მას სეზონში 40 გოლის გატანა შეუძლია, ამიტომ, კარგი იქნება თუ თავდასხმის ცენტრში ითამაშებს. გასულ სეზონში რონალდუმ „იუვენტუსის“ მაისურით, ყველა ტურნირში, 40 მატჩში 28 ბურთი გაიტანა.

ამჟამად რონალდუ საფრანგეთში ისვენებს ოჯახთან ერთად.

უახლოეს ხანში სარი გუნდის სხვა მოთამაშეებთანაც გეგმავს პირად საუბრებს. სპეციალისტს სურს ზუსტად განსაზღვროს მომავალი სეზონის კურსი და ამოცანები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112404