ფეხბურთი

21:35 | 21.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

მურიელი "ატალანტაში" გადავიდა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და "სევილიას" აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ლუის მურიელი კარიერას "ატალანტაში" გააგრძელებს. ფეხბურთელის ტრანსფერი იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. სამხრეთამერიკელის და ბერგამოელთა სხვა შეთანხმების დეტალები უცნობია.

მურიელმა კარიერა "დეპორტივო კალიში" დაიწყო და 2010 წელს "უდინეზე" გადავიდა. იტალიური კლუბიდან თავდამსხმელი "გრანადაში", "ლეჩესა" და "სამპდორიაში" იყო განათხოვრებული. 2017 წელს ლუისი "სევილიაში" გადავიდა, სადაც 65 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა. გასული სეზონის ნახევარი კი იჯარით "ფიორენტინაში" გაატარა და 23 შეხვედრაში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127162