ჭადრაკი

23:47 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია და პაიჭაძე ჩემპიონს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში დასრულდა რიგით მე-12 საერთაშორისო ღია ტურნირი "12th Mayor's Cup International Open Chess Tournament 2019" ქართველი მოჭადრაკეების: ლევან ფანცულაიას (2614), მიხეილ მჭედლიშვილის (2609), დავით ჯოჯუასა (2580) და ლუკა პაიჭაძის (2557) მონაწილეობით.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით ათ ტურად გაიმართა და პირველობა 8-8 ქულით ფარუხ ამონატოვმა (ტაჯიკეთი, 2624) და მანუელ პეტროსიანმა (სომხეთი, 2573) გაინაწილეს.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ: 3. ლევან ფანცულაია, 4. სამველ ტერ-სააკიანი (სომხეთი, 2611), 5. ალექსანდრ ფიერი (ბრაზილია, 2543), 6. მაქსიმ ტუროვი (რუსეთი, 2579), 7. ადამ ტუხაევი (უკრაინა, 2527), 8. ლუკა პაიჭაძე, 9. ზიაურ რაჰმანი (ბანგლადეში, 2481), 10. რ.რ. ლახმანი (ინდოეთი, 2437);

დავით ჯოჯუამ 7.0 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა, მიხეილ მჭედლიშვილი კი 6.5 ქულით 29-ე შედეგი დააფიქსირა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12959