ფეხბურთი

16:37 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვის შეხვდებიან ქართული გუნდები ევროტურნირების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თუ პირველ წრეს დაძლევენ?

გუშინ შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა და ევროპა ლიგების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა და შესაბამისად, ქართული გუნდების მეტოქეები გაირკვა.

ამჯერად კი, ნიონში უკვე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა და შესაბამისად, უკვე ვიცით სავარაუდო მეტოქეები თუ საქართველოს წარმომადგენლები პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ითამაშებენ.

ჩემპიონთა ლიგა

„შერიფი“ (მოლდოვა)/“საბურთალო“ (საქართველო) – „დინამო“ (ხორვატია)

ევროპა ლიგა

იმ შემთხვევაში თუ „საბურთალო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ დაძლევს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც მისი მეტოქე ალბანურ „პარტიზანსა“ და „ყარაბაღს“ შორის დამარცხებული იქნება.

რაც შეეხებათ, "ტორპედოს", "ჩიხურასა" და "დინამოს", პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში მათი სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი შემდეგნაირია:

„გაბალა“ (აზერბაიჯანი) – „დინამო თბილისი“ (საქართველო) - “ფიორიტა“ (სან მარინო)/„ენგორდანი“ (ანდორა)

„აბერდინი“ (შოტლანდია)/“როვანიემი“ (ფინეთი) – „ფოლა“ (ლუქსემბურგი)/“ჩიხურა“ (საქართველო)

„მლადა ბოლესლავი“ (ჩეხეთი) – „ორდაბასი“ (ყაზახეთი)/“ტორპედო“ (საქართველო)

აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი 23-24 და 30-31 ივლისს გაიმართება, ხოლო ევროპა ლიგის 25 ივლისსა და 1 აგვისტოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143502