ფეხბურთი

9:04 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკა: ჩილემ იაპონია გაანადგურა

კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში, მოქმედმა ჩემპიონმა, ჩილეს ეროვნულმა გუნდმა, იაპონიის ნაკრებს 4:0 მოუგო. შეხვედრა სან პაულუში გაიმართა.

დუბლი მიითვალა შემტევმა ედუარდო ვარგასმა, თითოც ერიკ პულგარმა და ალექსის სანჩესმა გაიტანეს. ახვათა შორის, ეს სანჩესის პირველი გოლია გასული იანვრის შემდეგ.

78-ე წუთზე ტრავმის გამო მინდორი დატოვა ჩილელთა ერთ-ერთმა ლიდერმა, „ბარსელონას“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა.

ჩილელებმა სამი ქულა მოაგროვეს და C ჯგუფში ლიდერობას ურუგვაელებთან იყოფენ, რომლებმაც მანამდე, ასევე 4:0 სძლიეს ეკვადორის ნაკრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114566