ჩოგბურთი

1:00 | 18.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირში დღეს ჩაებმება

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ბოლო კვირეებია, ცუდი შედეგები აქვს, დღეს გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 2 219 150 ევროა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი NOVENTI OPEN-ზე მე-6 ნომრადაა განთესილი, საწყის რაუნდში მისი მეტოქე კი მატეო ბერეტინი იქნება. იტალიელმა ჩოგბურთელმა გასულ კვირას შტუტგარტის ტურნირი სეტისწაუგებლად მოიგო, ამდენად, კარგ ფორმაში უნდა იმყოფებოდეს.

ბასილაშვილისა და ბერეტინის შეხვედრა პირველ კორტზეა დანიშნული და მე-4 წყებაში, თბილისის დროით დაახლოებით 18:30 საათზე დაიწყება.

თუკი ნიკოლოზმა იმარჯვა, 45 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავებს და მერვედფინალში იტალიელ ანდრეას სეპისა და გერმანელ მატს მორაინგს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

0.119247