ჭადრაკი

18:53 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოტენაშვილი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ეთამაშება
ცზიუ ვენცზიუნი ტიტულის დაცვამდე ქართველ დიდოსტატს დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრების წევრი, ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილი ჩინეთის ქალაქ ვენჩჟოუში 14-19 ივლისს ამხანაგურ მატჩში მსოფლიოს მომქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნს დაუპირისპირდება.

მეტოქეები 4 კლასიკურ პარტიას ითამაშებენ, ფრედ დასრულების შემთხვევაში კი, გამარჯვებულს სწრაფ ჭადრაკში დაპირისპირება გაარკვევს.

ცზიუ ვენცზიუნი ჩემპიონის ტიტულის დასაცავად ემზადება და ქართველი დიდოსტატი მისთვის ყველაზე საინტერესო მეტოქე აღმოჩნდა.

0.131227