ფეხბურთი

16:33 | 17.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბერიცო: "რატომ თამაშობს კოპა ამერიკაზე ყატარის ნაკრები?"

ყატარის ნაკრებმა კოპა ამერიკაზე ისტორიული პირველი თამაში ჩაატარა და სადებიუტო ქულაც მოიპოვა. აზიელები რიოში პარაგვაისთან ორი ბურთის სხვაობით აგებდნენ, მაგრამ ქულა მაინც გადაარჩინეს.

პარაგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედუარდო ბერიცო კი გაბრაზებული დარჩა იმ ფაქტით, რომ ყატარის ნაკრები კოპა ამერიკაზე თამაშობს.

„რატომ თამაშობს ყატარი კოპა ამერიკაზე? უფრო ლოგიკური იქნებოდა ამ ტურნირში მხოლოდ სამხრეთ ამერიკული ქვეყნები რომ მონაწილეობდნენ. ვერ წარმომიდგენია, რომ ევროპელებმა ევროპის ჩემპიონატზე სხვა კონტინენტის ქვეყნები მიიწვიონ“, - თქვა ბერიცომ.

კოპა ამერიკა სხვა კონტინენტის წარმომადგენლებისთვის 1993 წლიდან გაიხსნა და ეს სიახლე არაა. ამჯერად ყატარი, როგორც აზიის თასის გამარჯვებული მიიწვიეს, ხოლო იაპონია აზიის თასის ფინალისტის რანგში მონაწილეობს.

0.167566